ურთიერთობის დასასრული-საოჯახო მედიაცია




   ჩემი აზრით, მედიაციას ყველაზე ეფექტური შედეგი სწორედ ოჯახური კონფლიქტების მოგვარებისას აქვს. გამომდინარე იქიდან, რომ ოჯახური კონფლიქტები ძალიან სენსიტიური თემაა. მე მიმაჩნია, რომ სასამართლო ფორმალობების გვერდის ავლა და მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომა უფრო დადებითად იმოქმედებს მოდავე მხარეების სამომავლო მშვიდობიანი ურთიერთობის შენარჩუნებაზე. 
  • მედიაცია მუშაობს უკეთ, ვიდრე სასამართლო დაპირისპირება.                               როდესაც მედიაციას მიმართავთ, მედიაცია გეხმარებათ ყველაფერს სხვაგვარად შეხედოთ და რასაც ადრე არ ეთანხმებოდით შეიძლება მედიაციამ სხვაგვარად დაგანახოთ. მედიაციის უპირატესობა გამოიხატება ასევე მის შეღავათიან ფასებში, პროცესთან შედარებით და სასამართლოზე გაცილებით სწრაფია. ძირითადად საპროცესო ხარჯები მნიშვნელოვნად აღემატება იმას, რისი მოთხოვნაც გვაქვს.
  • გაყრა და დაშორება, ემოციური და ფსიქიკური საკითხები.                           
    ხანდახან დაშორება არის საუკეთესო გამოსავალი, მაგრამ უფრო ხშირად იწვევს მწუხარებას, რომელიც თან ახლავს ურთიერთობის დასრულებას და იწვევს მტკივნეულ დანაკლისს. დანაკლისი გამოიხატება მრავალ ასპექტში, მათ შორის სტატუსშიც.ამ ყველაფრის განახლება მოითხოვს გარკვეულ დროს, რომლის ხანგრძლივობა დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორებზე. თუ რა დამოკიდებულება გაქვს დაშორებასთან-გულგრილი ხარ თუ უფრო ემოციურად განიცდი, მოსალოდნელი იყო დაშორება თუ მოულოდნელი, ვისი ინიციატივით მოხდა დაშორება. ძირითადად, რეაბილიტაცია ითხოვს რამოდენიმე თვეს, რათა შეეჩვიო მდგომარეობას.
  • ცუდი ურთიერთობის დასრულებემაც რატომ შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი?          ცუდი ურთიერთობის დასრულებას შეიძლება სხვადასხვაგვარი რეაქციები მოჰყვეს- შეიძლება მოხარული იყო და შენ თვითონ მოითხოვო ამ ურთიერთობის დასრულება, თუმცა არსებობს საპირისპირო შემთხვევებიც - რატომ შეიძლება იყოს მტკივნეული არასასურველი ურთიერთობის დასრულება? დაკარგულმა ოცნებებმა და მომავლის მარტო გაგრძელების შიშმა შეიძლება გამოიწვიოს ეს ტკივილი. ზოგადად ცვლილებები რთული გადასატანია. შესაძლებელია ფინანსური დამოკიდებულებაც მნიშვნელოვან როლს ასრულებდეს იმაში, რომ მიუხედავად არასასურველი ურთიერთობისა მაინც მტკივნეულად განიცადოს ურთიერთობის მონაწილემ და ზოგ შემთხვევაში სამედიცინო ჩარევაც აუცილებელი ხდება. ეს ყველაფერი იწვევს ღრმა დეპრესიას და უძილობას.
  • თანაცხოვრების დასასრული. End of Co-Habitation.                                                            ფსიქოლოგიურად და ემოციურად ე.წ. კოჰაბიტაციის და ქორწინების დასასრული მსგავსია, თუმცა იურიდიული შედეგი მნიშვნელოვნად განსხვავდება.   
  • დეპრესია, უძილობა.                                                                                      მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული მოვლენებია: დაშორება, გაყრა, საცხოვრებელი და სამუშაო ადგილის შეცვლა. მთელი რიგი ცვლილებების წინაშე აღმოჩენა იწვევს დეპრესიას და ჯანმრთელობის სხვა პრობლემებს. ეს არ არის სისუსტე და სირცხვილის გრძნობაც არ უნდა გამოიწვიოს თქვენში. რეაბილიტაციის შედეგად ამ ყველაფრის დაძლევა შესაძლებელია. ყველაფერს მარტივად უნდა მიუდგე და მალევე არ უნდა მოითხოვო ბევრი, საკუთარი თავისაგან.
  • ბავშვების მხარდაჭერა.                                                                                                           ბავშვები ვალდებულნი არ არიან ისმინონ გაუთავებელი კონფლიქტები, მშობლებს შორის. მშობლების ვალია დაიცვან საკუთარი შვილები მსგავსი შემთხვევებისაგან. მნიშვნელოვნად გასათვალისწინებელია ბავშვის ინტერესები. მედიაციის მოქნილობის დამსახურებით, უფრო მარტივია ბავშვებს ავარიდოთ სასამართლო პროცესები. მოლაპარაკების შედეგად უფრო მარტივია ლოგიკურ დასასრულამდე მიღწევა, ზედმეტი კონფლიქტებისა და დაძაბულოს გარეშე. 
  • რჩევა!                                                                                                                                        რჩევა სასარგებლოა მაშინ, როცა მთელი შენი ცხოვრება მუდმივ ალიაქოთში გაქვს გატარებული. ზოგიერთი რჩევა ეხმარება დაშორებულ წყვილებს არა ურთიერთობის აღდგენაში, არამედ კომუნიკაციაში. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ცხოვრება დევს ჩემოდანში. ყველაფერი სწრაფად ჩაალაგეთ და ყველაფერი ერთმანეთშია ახლართული. მრჩეველი, შეიძლება ითქვას, ამ შემთხვევაში მედიატორი, დაგეხმარებათ თქვენი ჩემოდნის ამოლაგებაში. დაგეხმარებათ ემოციების რაციონალიზაციასა და სამომავლო გეგმების დასახვაში. მნიშვნელოვანია კვალიფიციური მრჩეველის მოძებნა
                                                                                                       ნინო ბურდული.                       Source: Focus Mediation Effective, Family Mediation, Ending Relationship.                                                      

7 comments:

  1. ბლოგის ავტორს ვურჩევდი გოდერძი ჩოხელის "ცხრა შეკითხვა სიყვარულის შესახებ" წაიკითხოს, გაცილებით პოზიტიურად დაიმუხტება და ასე ნეგატიურადაც აღარ განეწყობა ოჯახური თანაცხოვრების მიმართ :|

    ReplyDelete
  2. თქვენი კომენტარი ჩემთვის გაუგებარია, უკაცრავაად. ავტორის შთაგონების წყარო მართლაც გოდერძი ჩოხელის შემოქმედება იყო, რომელიც მედიაციის ჭრილში შესრულდა. რაც შეეხება ოჯახურ თანაცხოვრებას ინდივიდუალურია და ჩემი მიზანი არც ყოპილა მისი ნეგატიური მხრიდან დანახვა, ასეთი შემთხვევები რეალურია და კვლავ მედიაციის ჭრილში განვიხილე არასასურველი ურთიერთობის უმტკივნეულოდ დასრულება. p.s. მადლობთ, რომ კითხულობთ ჩვენს ბლოგს.

    ReplyDelete
  3. კონსტანტინე პირველ რიგში მადლობა რომ კითხულობთ ალტერნატიულ ბლოგს! დავაზუსტებ რამდენიმე გარემოებას:
    1. კონკრეტულად ამ პოსტს არავითარი საერთო არ აქვს მოთხრობასთან ცხრა შეკითხვა სიყვარულის შესახებ, ამიტომ გაუგებარია ჩემთვის რატომ აკავშირებთ ერთმანეთთან. 2. თუ კარგად წაიკითხავთ პოსტს მიხვდებით, რომ ავტორი სულაც არ არის ოჯახური თანაცხოვრების მიმართ ნეგატიურად განწყობილი. უბრალოდ მისი მიზანი იყო დაენახვებინა, რომ იმ ნეგატიურ და დაძაბულ ფონზე რაც ოჯახურ კონფლიქტს თან ახლავს საუკეთესო გამოსავალია სასამართლოსთვის განქორწინების მოთხოვნით მიმართვის ნაცვლად, მივმართოთ მედიაციას. ასე გაცილებით მაღალია ოჯახის შენარჩუნების შანსი, ან უარეს შემთხვევაში ოჯახური თანაცხოვრების იმგვარი შეწყვეტა, რომ მომავალში შესაძლებელი იყოს მხარეთა უმტკივნეულო კომუნიკაცია.
    3. რაც შეეხება ჩოხელის შესანიშნავ მოთხრობას, სწორედ მის სტრუქტურაზეა აგებული ჩემი პოსტი 9 შეკითხვა მედიაციის შესახებ. რათქმაუნდა არავითარი ამბიცია არ მაქვს მცირედით მაინც გავაიგივო ჩემი პოსტი ამ გენიალურ მოთხრობასთან, უბრალოდ ამ სტრუქტურით უფრო ადვილად შევძელი დამღლელი მონოლოგის გარეშე წარმომეჩინა მედიაციის არსი და მოსახლეობის ცნობიერება ამ საკითხთან დაკავშირებით, ამასთან როგორც თქვენ აღნიშნეთ ამ ნაწარმოებისათვის დამახასიათებელი პოზიტიური მუხტის შენარჩუნებაც ვცადე.

    ReplyDelete
  4. ჩემს კომენტარს ჩასაფრებად ნუ მიიღებთ, უბრალოდ ვისურვე პოზიტიურად შეგვეხედა ცხოვრებისათვის:)) მედიაციის სფეროში ჩემი მწირი ცოდნის გამო ალბათ დილეტანტური კომენტარიც გამომივიდა, თუმცა ეს კამათად არ ღირს :))

    ReplyDelete
  5. კონსტანნტინე, მადლობთ ჯანსაღი შეფასებისათვის. :))

    ReplyDelete
  6. პირიქით მადლობა ამ ბლოგის შემქმნელებს.. მადლობა რომ არსებობთ. . წინასწარ გილოცავთ დამდეგს, გისურვებთ მეტ შემომედებით წვას 2014წელს :)))

    ReplyDelete
  7. მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ გამიზიარეს ჩემი გამოცდილება, მე მქვია ბრენადა და ბედნიერად ვიყავი დაქორწინებული. სანამ ქმარმა არ თქვა, რომ მას ვტყუობდი, მაშინ ჩვენ ორივე წყვილი ვიყავით. ჩვენ მას ვერ ვიჯერებდით, არც ის ენდობოდა ჩემს სიტყვებს, ასე რომ, ჩვენ განქორწინება გამოვიტანეთ, მოგვიანებით დაშორდით და პირობა დადო, რომ არასდროს შევსება. დიდხანს ვცდილობდი შემეგრძელებინა ნაბიჯი, მაგრამ მის გარეშე ვერ ვრჩებოდი, ამიტომ ქმრის დაბრუნების მცდელობა დავიწყე, შემდეგ კი მიმიყვანეს Dr.IZOYA. დიდი ადამიანი, რომელსაც შევხვდი, მან სიყვარულის ჯადოქარი დადო და ქმარი 24 საათის განმავლობაში დაბრუნდა. ამასთან ერთად, მე აქ ვარ, რომ გავაზიარო დოქტორ IZOYA- ს კონტაქტი, მივაღწიოთ მას drizayaomosolution@gmail.com– ს საშუალებით. ის მართლაც ძლიერია და სპეციალიზირებულია შემდეგ საკითხებში ...
    (1) ყველა სახის სიყვარულის შელოცვები. (2) შეწყვიტე განქორწინება. (3) ბოლო უნაყოფობა.

    ReplyDelete