როგორ მოვიხადოთ ბოდიში სწორად?



  ალბათ ყველასთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს დღესდღეობით ის საკითხი, რომ მომრავლდა საზოგადოებაში ისეთი ადამიანები, რომლებიც არაგულწრფელნი არიან  ისეთ სენსიტიურ მომენტებში, როგორიცაა თუნდაც ბოდიშის მოხდა. თუმცა, საზოგადოების დიდმა ნაწილმა არ იცის როგორ მოიხადოს ბოდიში ისე, რომ მეორე მხარისაგან დაიმსახუროს პატიება.

  საერთოდ რა არის ბოდიში?




   ბოდიში სპარსულად  ქვედა საცვალს ნიშნავს. ქართულ ენაში ის შაჰ-აბასის შემოსევების დროს დამკვიდრდა. იმ დროს კახეთი გამაგრებულ ადგილებად-„სიღნაყებად“ იყო დაყოფილი. მოსახლეობა პარტიზანულად ებრძოდა ყიზილბაშებს. მოსახლეობის დარბევისას შაჰ-აბასის მეომრები მათ ძარცვას აქტიურად მიმართავდნენ, ვისაც ფული ან რაიმე ქონება არ აღმოაჩნდებოდა, ქვედა საცვალს ხდიდნენ და წკეპლავდნენ ან როზდავდნენ. სწორედ აქედან მოდის ფრაზა : “ბოდიშის მოხდა“ - ანუ, რაიმეს დაშავებისათვის (მტრების არ გამასპინძლებისათვის) საფასურის გაღება.



  დღესდღეობით, ამ სიტყვას ადამიანები სხვადასხვა მიზნით ხმარობენ.  ერთგვარი ბოდიში ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეგხვდებათ. მაგალითად, მაშინ როდესაც ვინმე სიტყვას გაწყვეტინებს და ბოდიშს გიხდის, ან როცა სალაროს რიგში შენს უკან მდგომი უეცრად შენს წინ მოექცევა და იქიდან მოგაძახებს ბოდიშს. მე ვფიქრობ, ასეთ ბოდიშს არანაირი აზრი არ აქვს და ჯობია, საერთოდ არ ვიხმაროთ ასეთ კონტექსტში.




 არსებობს ბოდიშის მოხდის ერთერთი სახე, როცა ადამინს ჭირდება ვინმესთან კარგი ურთიერთობა და ამიტომ იხდის ბოდიშს. მაგალითად, ერთი მხარე ისეთ გარიგებას სთავაზობს მეორე მხარეს, რომ ეს უკანასკნელი იძულებულია მოიხადოს ბოდიში და ყველაფერი გააკეთოს იმისთვის რომ მეორე მხარის კეთილგანწყობა მოიპოვოს. საქმიანი ურთიერთობების დროს ძირითადად ასეთ ბოდიშს შევხვდებით.
  კიდევ ერთი სახის ბოდიში არსებობს, როდესაც არც ბიზნესისთვის ჭირდება ადამინს ბოდიშის მოხდა და არც ფორმალობისთვის, უბრალოდ, თვითონ მიხვდა თავის შეცდომას და აწუხებს დანაშაულის გრძნობა.  ასეთი ბოდიშის დროს მას ნამდვილად, გულწრფელად უნდა რომ აპატიონ.
  ისმის კითხვა, როგორ უნდა მოიხადოს ასეთ დროს ბოდიში ადამიანმა, რომ მან მიაღწიოს მიზანს და დაიმსახუროს პატიება? პასუხი არც ისე მარტივია. იმისთვის, რომ დავიმსახუროთ პატიება, ჩვენ უნდა დავანახოთ მეორე მხარეს, რომ ნამდვილად ვხვდებით ჩვენს შეცდომას, ვნანობთ და გვსურს გამოვასწოროთ იგი. თუკი შეუძლებელია გამოსწორება, რაიმე სახით კომპენსირებას მაინც დავპირდეთ. 







  ბოდიშის მოხდისას ძალიან მნიშვნელოვანია ვისაუბროთ სწორედ იმ საკითხზე, რაზეც ვიხდით ბოდიშს და არ ვისაუბროთ ზოგადად.
  რას ნიშნავს ბოდიშის მოხდისას ზოგადად საუბარი?
  მაგალითად, მიტევების დღეს ნათქვამი „მაპატიე ყველაფერი, თუკი შენთვის რამე მიწყენინებია“ არის ძალიან ზოგადი და ის ვერავითარ შემთხვევაში ვერ დაიმსახურებს გულწრფელ პატიებას. ასე იმიტომ ხდება, რომ ბოდიშის მომხდელს ამ მომენტში არ აქვს გააზრებული ზუსტად რაზე იხდის ბოდიშს. მეორე მხარემ ამ დროს არ იცის ის ხვდება თუ არა თავის შეცდომას, კიდევ გაიმეორებს თუ არა მას.




  ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ბოდიშის მოხდისას შევარჩიოთ სწორი დრო და ადგილი.  ზოგიერთ მომენტში ბოდიშის მოხდა რაღაც დროის გასვლის შემდეგ უკეთესია. ზოგიერთ მომენტში კი, დროის გასვლასთან ერთად პატიების მიღების შანსი მცირდება.
  ლოგიკურად შესაძლოა  იმ დასკვნამდე მისვლა, რომ თუკი ბოდიშს იხდი ბოდიშისთვის და არა პატიებისთვის, ჯობია საერთოდ არ მოიხადო.  


ამზა კაკაურიძე

5 comments:

  1. კახეთის მაგალითიც ადასტურებს, რომ ქართველებისთვის ბოდიშის მოხდა ისტორიულად სამარცხვინო საქციელად მიიჩნეოდა და ბევრისთვის დღესაც ასეა. იქნებ ამაზეც გაგემახვილებინათ ყურადღება.
    პ.ს. კახეთი სინჯაყებად იყო დაყოფილი და არა სიღნაყებად :))

    ReplyDelete
    Replies
    1. გეთანხმები კონსტანტინე, რომ ბოდიშის მოხდა ბევრს უჭირს, სწორედ ამიტომ ვსაუბრობ ამ თემაზე. თუმცა არიან ადამიანები, რომლებმაც უბრალოდ არ იციან როგორ მოიხადონ ბოდიში. შენს შენიშვნას გავითვალისწინებ და გავაკეთებ პოსტს, სადაც ვისაუბრებ თუ რას ნიშნავს ბოდიში ქართველებისთვის. რაც შეეხება სიღნაყებს და სინჯაყებს, გადავამოწმებ.
      გმადლობ, რომ კითხულობ ჩვენს ბლოგს.

      Delete
    2. ხშირად ვკითხულობ ხოლმე, განსაკუთრებით დიტოს ბლოგები მომწონს :)) მართლა საინტერესო თემაა მე მგონი და სიამოვნებით წავიკითხავ ამ თმაზე დაწერილ პოსტს.

      Delete
    3. yvela chven chvens postebze vagebt pasuxs :))

      Delete
  2. ძალიან მომეწონა

    ReplyDelete